ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის ათი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ყველა ახალი შემთხვევა იმპორტირებულია. ახალი ლეტალური შემთხვევები ჩინეთში არ დაფიქსირებულა.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში გამოვლინდა 39 ასიმპტომური შემთხვევა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ჩინეთში ვირუსის 85 194 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 4 634-ს აღწევს.