ჩინეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით სამჯერ ნაკლებია.
მონაცემებს ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.
ახალი შემთხვევებიდან ექვსი იმპორტირებულია და ოთხი შიდა გადადების შემთხვევაა.
უსიმპტომო პაციენტების რაოდენობა წინა დღესთან შედარებით 42-დან 27-მდე შემცირდა.
ბოლო დღე-ღამეში ჩინეთში კორონავიუსით არც ერთი პაციენტი არ გარდაცვლილა. მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კვლავ 4 632-ს შეადგენს.
სულ ჩინეთში ოფიციალურად დადასტურდა „კოვიდ-19“-ის 82 798 შემთხვევა, აქედან 77 207 პაციენტი გამოჯანმრთელდა.