ჩინეთში კორონავირუსის ახალი სახეობის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვირუსი დაუდასტურდა სტუდენტ გოგონას, რომელიც დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნდა. მას კორონავირუსზე ტესტირება 14 დეკემბერს შანხაიში ჩაუტარდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ჩინეთში „კოვიდ-19“-ის 95 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის ვირუსმა 4 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.