ჩინეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 46 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ახალი შემთხვევებიდან 34 იმპორტირებულია.
უკვე სამი დღეა ზედიზედ, ჩინეთში კორონავირუსის იმპორტირებული შემთხვევების რიცხვი იკლებს, თუმცა გაიზარდა შიდა გადადების შემთხვევები. ბოლო 24 სათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის გადადების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა დღესთან შედარებით ორით მეტია. ამასთან, პირველად 23 მარტის შემდეგ „კოვიდ-19“-ის შიდა გადადების შემთხვევა გამოვლინდა დედაქალაქ პეკინში.
სულ ჩინეთში გამოვლენილია კორონავირუსის 82 341 შემთხვევა.