ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 46 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით 11-ით მაღალია. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ახალი შემთხვევებიდან 22 სინძიანის რეგიონში ფიქსირდება, 13 ლიაონინში, 11 კი იმპორტირებული შემთხვევაა.
ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ორი უსიმპტომო შემთხვევა გამოვლინდა.
ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 83 830 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 4 634 ადამიანი.