ჩინეთში ბოლო ერთი დღის განმავლობაში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების არც ერთი ფაქტი. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.
ახალი შემთხვევებიდან 23 იმპორტირებულია, შვიდი კი შიდა გადაცემაა. შიდა გადაცემის ახალი შემთხვევები გამოვლენილია რუსეთთან მოსაზღვრე ხეილუნძიანის პროვინციაში.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩინეთში საავადმყოფოდან 28 განკურნებული პაციენტი გაწერეს.
ჩინეთის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, სულ ქვეყანაში დაფიქსირდა „კოვიდ-19“-ის 82 788 შემთხვევა, აქედან 77 151 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 4 632 კი გარდაიცვალა.