ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ჯანდაცვის ეროვნული უწყების ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან 21 იმპორტირებულია ხოლო დანარჩენი სამი ადგილობრივი გადაცემის შედეგია.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში გამოვლენილია დაინფიცირების 85 997 შემთხვევა, მათ შორის 4 634 ლეტალური აღმოჩნდა.