ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც გასული დღის მაჩვენებელთან შედარებით მცირედით მაღალია. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ყველა შემთხვევა იმპორტირებულია. ასევე დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 23 უსიმპტომო შემთხვევა გამოვლინდა.
ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ვირუსის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 85 557 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 4 634 ადამიანი.