ჩინეთში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით „გარდიანი“ ავრცელებს. ყველა ახალი შემთხვევა იმპორტირებულია.
ჩინეთში უკვე 22-ე დღეა, ადგილობრივი გადაცემის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა 17 ასიმპტომური შემთხვევა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსით 85 134 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 4 634 გარდაიცვალა.