ჩინეთში, ხინჯიანგის პროვინციის ერთ-ერთ მაღაროში, 21 მაღაროელია ჩარჩენილი
ჩინეთის ჩრდილოეთ-დასავლეთით ხინჯიანგის პროვინციის ერთ-ერთ მაღაროში 21 მაღაროელია ჩარჩენილი. „როიტერის“ ინფორმაციით, ქვანახშირის მაღარო დატბორილია. ამ დროს შახტაში 29 მაღაროელი მუშაობდა, მათგან რვის ამოყვანა მოხერხდა.
სამაშველო სამსახურების ინფორმაციით მაღაროში ჩარჩენილი ადამიანებიდან 12-ის ამოყვანა სავარაუდოდ რამდენიმე საათში მოხერხდება.
სამუშაოებს რელიეფი ართულებს. მაშველები უკვე რამდენიმე საათია მაღაროდან წყლის ამოტუმბვას ცდილობენ.