ჩინეთში კანადის ორ მოქალაქეს ჯაშუშობის მუხლით ბრალი წაუყენეს. საუბარია ყოფილ დიპლომატ მაიქლ კოვრიგზე და ბიზნესმენ მაიქლ სპევორზე. ორივე მათგანი ბრალდებულია ეროვნული საიდუმლოებების გაცემასა და გარე პირებისთვის სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფაში.
„ბიბისის“ ინფორმაციით, კანადის მოქალაქეები ქალაქ ვანკუვერში, აშშ-ის თხოვნით, ჩინური კომპანია „ჰუავეის“ ფინანსური დირექტორის, მენ ვანჩჟოუს დაკავებიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.
კანადამ დაპატიმრებებს „თვითნებური” უწოდა, მაგრამ ჩინეთი უარყოფს, რომ ესაა შურისძიება მენ ვანჩჟოუს დაკავების გამო.
„ჰუავეის“ ფინანსური დირექტორი, რომელიც ამავდროულად „ჰუავეის“ დამფუძნებლის შვილია, ვანკუვერში 2018 წლის პირველ დეკემბერს დააკავეს. მენ ვანჩჟოუს აშშ-ი ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევაში ადანაშაულებს. ექსტრადიციის პროცესი ამ დრომდე გრძელდება.