ჩინეთში, გუანდუნის პროვინციაში „კოვიდ-19“-ის შიდა გავრცელების 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ჩინეთში, გუანდუნის პროვინციაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რაოდენობამ იმატა. გასული 24 საათის განმავლობაში პროვინციაში ვირუსის შიდა გავრცელების 20 შემთხვევა გამოვლინდა, რის გამოც პროვინციაში რეისები შეჩერდა.
გასული 24 საათის განმავლობაში მთელს ქვეყანაში ვირუსის 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ჩინეთში „კოვიდ-19“-ის 91 072 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 4 636 ადამიანი.