ჩინეთში, გიგანტურ ღრმულში უზარმაზარი მღვიმეები აღმოაჩინეს
16:27, 23.10.2018
ჩინეთში, გუანსის ავტონომიურ რაიონში, ტყეში არსებული გიგანტური ღრმულის შესასწავლად მოწყობილი ექსპედიციისას მკვლევრებმა მიწისქვეშ საოცარი მღვიმის კომპლექსი აღმოაჩინეს.
მღვიმის ფართობი უზარმაზარია — 6,7 მილიონი კუბური მეტრი და გეოლოგთა განცხადებით, მიეკუთვნება „მსოფლიო კლასს“.
ექსპედიცია ერთობლივად მოაწყვეს ჩინეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ.
ღრმულში ჯგუფის 19 წევრი 4-დან 8 ოქტომბრამდე იმყოფებოდა. მათი მიზანი შიდა ნაწილის რუკაზე დატანა იყო.
ჩინეთის გეოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის მკვლევრის, ჟანგ იუანჰაის განცხადებით, მღვიმის კომპლექსი სინამდვილეში შარშან აღმოაჩინა ჰონგ-კონკურმა ექსპედიციამ, მაგრამ ამჯერად, მათმა ჯგუფმა სამგანზომილებიანი სკანირების გზით მღვიმის მოცულობა გაზომა.
როგორც გაარკვიეს, რომ ეს ღრმული, გეოლოგიურ ენაზე კარსტული ძაბრი სიგანეში 100 მეტრია, სიგრძეში 200 მ, მაქსიმალური სიღრმე კი 118 მეტრს შეადგენს. სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდეზე ფერდობები კოლაფსირებულია და წარმოქმნის მღვიმის უზარმაზარ კომპლექსს.
კომპლექსი მოიცავს კორიდორებს, დარბაზებს, კრატერებს, კოლაფსირებულ ქანებს, ქვის სვეტებს და მღვიმის მარგალიტების სახელით ცნობილ ფორმაციებს, ანუ პატარა, მრგვალ ქვებს, რომლებიც წყლის მერ ნაზად არის გაპრიალებული და დალექილია მღვიმის ბზარებში.
გაირკვა ისიც, რომ მღვიმე დაკავშირებულია მიწისქვეშა მდინარესთან, რომელიც კვებავს ახლომდებარე მდინარე პენიანგს.
3D სკანირების გზით, მკვლევრებმა გაარკვიეს მღვიმის კოლაფსირების პროცესიც.
ამ ტიპის მღვიმეებს ჩინეთში ტიანკენგებს უწოდებენ და როგორც წესი, წარმოიქმნება მიწისქვეშა ღრუების ჩანგრევით, ნელი გეოლოგიური ძალების მიერ, ძირითადად წყლის დამსახურებით.
მაგალითად, მსოფლიოში უდიდესი კარსტული ძაბრი, სიაოჟაი-ტიანკენგი, იგივე სამოთხის ორმო სიგანეში 626 მეტრია და წარმოქმნილია დეფენგის მღვიმის თავზე. თავის მხრივ ეს მღვიმე წარმოქმნილია მძლავრი მიწისქვეშა მდინარის მიერ.
სავარაუდოდ, იგივენაირად არის წარმოქმნილი ეს მღვიმე და ღრმულიც.
ჟანგ იუანჰაის განცხადებით, ამ ტიპის მღვიმეების წარმოქმნის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია და 2 მილიონამდე წელიწადს გრძელდება.
მომზადებულია stdaily.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.