ჩინეთში ღამის კლუბების ეტაპობრივად გახსნა დაიწყო.
ინფორმაციას „ალჯაზირა“ ავრცელებს.
ახალი წესების მიხედვით, კლუბში შესვლამდე ადამიანებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ.
ასევე მოხდება ყველა იმ ადამიანის აღრიცხვა, ვინც კლუბში მივა.
კლუბის თანამშრომლები ვალდებულნი არიან, ნიღბები და ხელთათმანები ატარონ, კარის სახელურებისა და სხვა ზედაპირების დეზინფექცია კი საათში ერთხელ უნდა განხორციელდეს.
ახალი რეგულაციის მიხედვით, კლუბში მისული ადამიანები არ არიან ვალდებულნი, ნიღბები ატარონ, კლუბში უფასო იქნება ხელის სადეზინფექციო საშუალებები, სასმელი კი ერთჯერად ჭიქებში გაიყიდება.