ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის შვიდი შემთხვევა გამოვლინდა
ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის შვიდი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან ყველა იმპორტირებულია. დღე-ღამის განმავლობაში ასევე 20 უსიმპტომო შემთხვევა გამოვლინდა.

ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 85 314 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 4 634 ადამიანი.