ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას „როიტერი“ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, სამივე შემთხვევა იმპორტირებულია. ასევე, გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთში „კოვიდ-19“-ის ორი უსიმპტომო შემთხვევა გამოვლინდა.
ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 83 030 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 4 634 ადამიანი.