ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 13 აპრილის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან 38 შიდა გადაცემის ფაქტს უკავშირდება, მათგან 36 პეკინში ფიქსირდება.

19 შემთხვევა იმპორტირებულია. ასევე, ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლინდა ცხრა ისეთი შემთხვევა, რომლებსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ.

ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში, „კოვიდ-19“-ის 83 132 შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო გარდაცვლილია 4 634 ადამიანი.