ჩინეთში ერთჯერადი გამოყენების პოლიეთილენის პარკებსა და პლასტმასის ნივთებს აკრძალავენ
ჩინეთში ერთჯერადი გამოყენების პოლიეთილენის პარკებსა და პლასტმასის ნივთებს აკრძალავენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
არადეგრადირებადი მასალისგან დამზადებული პარკების გამოყენება, ჩინეთის დიდი ქალაქებში, 2020 წლის ბოლოდან აიკრძალება.
მთელი ქვეყენის მასშტაბით ეს შეზღუდვა 2022 წელს ამოქმედდება.
ამავე დროს, 2020 წლის ბოლომდე რესტორნებს აუკრძალავენ ერთჯერადი საწრუპების გამოყენებასაც.
ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების კომისიის მიერ გამოქვეყნებული გეგმის მიხედვით, მომდევნო ხუთ წელიწადში, ჩინეთში ერთჯერადი პლასტმასის ნივთების გამოყენება 30 პროცენტით უნდა შემცირდეს.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2010 წელს ჩინეთში 60 მილიონი ტონა ნარჩენი დაგროვდა. ამასთან, გადამუშავებული ნარჩენების შესახენ ინფორმაცია ცნობილი არ არის.
ჩინეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა აზიაში, რომელმაც პლასტმასის ნივთების შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო. პოლიეთილენის პარკები 2021 წელს აიკრძალება ტაილანდსა და ინდონეზიაშიც.