ჩინეთის პროვინცია ჯეძიანის ერთ-ერთ ფაბრიკაში გაჩენილ ხანძარს 19 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ სამი პირი, ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
გავრცელებული ინფორმაციით, ფაბრიკაში ცეცხლი ადგილობრივი დროით 13:20 საათისთვის გაჩნდა. სახანძრო ეკიპაჟების დროული მობილიზების მიუხედავად, შენობაში მყოფი პირების გადარჩენა ვერ მოხერხდა. ხანძრის მიზეზი უცნობია.