ჩინეთში, ერთ-ერთ ფაბრიკაში ხანძარს 19 ადამიანი ემსხვერპლა

10:22, 30.09.2019

ჩინეთის პროვინცია ჯეძიანის ერთ-ერთ ფაბრიკაში გაჩენილ ხანძარს 19 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ სამი პირი, ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

გავრცელებული ინფორმაციით, ფაბრიკაში ცეცხლი ადგილობრივი დროით 13:20 საათისთვის გაჩნდა. სახანძრო ეკიპაჟების დროული მობილიზების მიუხედავად, შენობაში მყოფი პირების გადარჩენა ვერ მოხერხდა. ხანძრის მიზეზი უცნობია.

მსგავსი