ჩინეთში, კარაოკე ბარში ხანძრის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ცინუანის პროვინციაში მოხდა.
გავრცელებული ცნობით, ხანძარი ბარში, სავარაუდოდ, განზრახ გააჩინეს. პოლიციას ჰყავს ეჭვმიტანილიც, ეს 32 წლის ლუ ჩუნლუა, რომელიც ამჟამად იმალება. მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ, პოლიციამ ჯილდოდ 31 ათასი დოლარი დააწესა.
პოლიციის ცნობით, ხანძარი გვიან ღამით, სამსართულიან შენობაში გაჩნდა. გამოძიება ამტკიცებს, რომ ეჭვმიტანილმა ბარიდან გასასვლელი კარი მოტოციკლით ჩახერგა, მომხდარის მიზეზად ბარის კიდევ ერთ სტუმართან კონფლიქტი სახელდება.
ხანძრის ლიკვიდაცია 30 წუთში მოხერხდა.