ჩინეთში ჩამოინგრა სასტუმრო, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით საკარანტინე ზონად იყო გამოცხადებული
ჩინეთში ჩამოინგრა სასტუმრო, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით საკარანტინე ზონად იყო გამოცხადებული. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ინციდენტი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ფუძიანის პროვინციაში მოხდა.
„როიტერის“ ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებიდან 23 ადამიანის გამოყვანა მოახერხეს. თუმცა ნანგრევებში რჩება დაახლოებით 70 ადამიანი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
შენობის ჩამონგრევის მიზეზი ჯერ უცნობია.