ჩინეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ჩინეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთის კონტინენტურ ნაწილში კორონავირუსით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნული კომისია ავრცელებს.

პეკინში აცხადებენ, რომ 30 ახალი შემთხვევიდან, 25 იმპორტირებულია და შიდა გადადება მხოლოდ ხუთ შემთხვევაში გამოვლინდა. ბოლო ერთ დღეში, „კოვიდ 19“-ით კონტინენტურ ჩინეთში სამი ადამიანი დაიღუპა. სამივე შემთხვევა ხუბეის პროვინციას უკავშირდება.

4 აპრილს, ჩინეთში საავადმყოფოებიდან 213 ადამიანი გაწერეს, 1 869 ადამიანს კი სამედიცინო დაკვირვება მოუხსნეს. ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ხუბეის პროვინციაში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა. „კოვიდ 19“ სწორედ აღნიშნული პროვინციიდან გავრცელდა.