ჩინეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 46 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 42 იმპორტირებულია
ჩინეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 46 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 42 იმპორტირებულია

ჩინეთში ბოლო ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსის 46 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის ცნობით, ახალი შემთხვევებიდან 42 იმპორტირებულია.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში გარდაიცვალა სამი ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ წინა დღით ჩინეთში გამოვლინდა ინფიცირების 42 შემთხვევა, ძირითადად იმპორტირებული.

ამგვარად, ეპიდემიის დაწყებიდან ჩინეთში „კოვიდ-19“-ით 81 953 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 3 339 პაციენტი.