ჩინეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ჩინეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ყველა მათგანი იმპორტირებულია. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჩინეთში უკვე მე-11 დღეა, ადგილობრივი გადაცემის შედეგად დაინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 89 082 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის გარდაიცვალა 4 713 პაციენტი.