ჩინეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით არც ერთი პაციენტი არ გარდაცვლილა
ჩინეთში ბოლო ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ბოლო 24 საათში არც ერთი პაციენტი არ გარდაცვლილა. შესაბამის მონაცემებს ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.
ინფიცირების ოთხივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია.
ამასთან, გამოვლენილია ინფიცირების 33 უსიმპტომო შემთხვევა.
ქვეყანაში სულ გამოვლენილია „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 82 862 შემთხვევა. საერთო ჯამში, გარდაცვლილია 4 633 ადამიანი.