ჩინეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის შიდა გადაცემის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ჩინეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის შიდა გადადების ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამის მონაცემებს ჩინეთის ჯანდაცვის კომისია ავრცელებს.
ამასთან, ქვეყანაში დაფიქსირდა „კოვიდ-19“-ის ორი იმპორტირებული შემთხვევა და 35 უსიმპტომო ინფიცირების შემთხვევა.
ჩინეთში კორონავირუსი სულ 82 971 ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყანაში ეპიდემიას სულ 4 634 ადამიანი ემსხვერპლა.