ჩინეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ახალ შემთხვევებიდან 19 იმპორტულია, ხოლო ხუთი პირი ადგილობრივი გადაცემის შედეგად დაინფიცირდა.
გასული დღის მონაცემებთან შედარებით, ინფიცირების მაჩვენებელი გაზრდილია. „როიტერის“ ცნობით, ადგილობრივი გადაცემის შემთხვევების მატების ერთ-ერთ კერად კუნძული ხაინანი ითვლება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში გამოვლენილია დაინფიცირების 84 725 შემთხვევა, მათ შორის 4 634 ლეტალური აღმოჩნდა.