ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაინფიცირების მხოლოდ რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მათგან ვირუსის ეპიცენტრ უხანში COVID-19 ის მხოლოდ ხუთი ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.
უკვე რამდენიმე დღეა, რაც უხანში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები საგრძნობლად არის შემცირებული.
ერთ დღის წინანადელი მაჩვენებელი მხოლოდ 10 ადამიანს შეადგენდა.
მატულობს გამოჯანმრთელებულების რაოდენობაც. მათი საერთო რიცხვი უკვე 61 ათასს აჭარბებს.
ცოტა ხნის წინ ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომიტეტში განაცხადეს, რომ ქვეყანამ კორონავირუსის ეპიდემიის პიკი გადაიარა.