ჩინეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაინფიცირდა 13 და გამოჯანმრთელდა 922 ადამიანი
ჩინეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაინფიცირდა 13 და გამოჯანმრთელდა 922 ადამიანი

ჩინეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო 24 საათის განმავლობაში 11-ით გაიზარდა, დაინფიცირდა 13 პირი, გამოჯანმრთელდა 922 პაციენტი.

ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო უწყება ავრცელებს.

ამგვარად, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში სულ გამოვლინდა 80800-მდე შემთხვევა, აქედან 69 600 გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 3237 პაციენტი. განახლებული მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელმა ოთხი პროცენტი შეადგინა.