ჩინეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაავადებული 1318 ადამიანი განიკურნა
ჩინეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაავადებული 1318 ადამიანი განიკურნა

ჩინეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით დაავადებული 1318 ადამიანი განიკურნა, 11 დაავადებული გარდაიცვალა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 15-ით გაიზარდა. ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელმა განაცხადა.

ხუბეის პროვინციაში, სადაც ვირუსი თავდაპირველად გავრცელდა, დაავადების მხოლოდ რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს იანვრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

დაავადებულთა რიცხვის მკვეთრი კლების გამო, ქალაქ უხანში კორონავირუსის გავრცელების გამო გახსნილი ყველა დროებითი საავადმყოფო დახურეს.

მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 4630-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულია 68 216 პირი. სულ დაფიქსირებულია კორონავირუსის 126 135 შემთხვევა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი „კოვიდ-19“ პანდემიად გამოაცხადა.