ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღესთან შედარებით ორით ნაკლებია
ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღესთან შედარებით ორით ნაკლებია

ჩინეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღესთან შედარებით ორით ნაკლებია. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯანდაცვის უწყების ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში რეგისტრირებული შემთხვევებიდან ყველა იმპორტირებულია.

ამას გარდა, ჩინეთში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების ცხრა უსიმპტომო შემთხვევა. წინა დღის მაჩვენებელი 34-ს შეადგენდა. ჩინეთის ხელისუფლება უსიმპტომო შემთხვევებს კორონავირუსის შემთხვევების საერთო სტატისტიკაში არ აღრიცხავს.

ჩინეთის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, „კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 85 202 შემთხვევა. გარდაიცვალა 4 634 ინფიცირებული.