ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 54 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, ქვეყნაში ვირუსის 3 218 შემთხვევა ფიქსირდება.
ახალ შემთხვევიდან ყველა კვლავ იმპორტირებულია. ჩინეთი ქვეყანაში შესვლის წესებს ამკაცრებს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსის 81 349 შემთხვევა გამოვლინდა, 3295 დაიღუპა, 74 971 კი გამოჯანმრთელდა.