ჩინეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ჩინეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 36 იმპორტირებული შემთხვევაა. ვირუსის შიდა გადაცემით გავრცელების ათი შემთხვევა კი, ძირითადად რუსეთის საზღვრის სიახლოვეს მდებარე რეგიონებში აღრიცხეს.
საერთო ჯამში ჩინეთში „კოვიდ-19“-ის იმპორტირებული შემთხვევების რიცხვმა 1 500-ს მიაღწია. 900-ზე მეტი პაციენტი მკურნალობას განაგრძობს, მათგან 45 კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ხუბეის პროვინციაში, საიდანაც ვირუსი მთელ მსოფლიოში გავრცელდა, ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.