ჩინეთის კონტინენტურ ნაწილში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ახალ შეთხვევებს შორის, ორი იმპორტირებულია.
ბოლო ერთ დღეში ჩინეთის კონტინენტურ ნაწილში კორონავირუსით არც ერთი ადამიანი არ დაღუპულა. ჩინეთის საავადმყოფოებიდან ბოლო ერთ დღეში 74 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაწერეს, სამედიცინო დაკვირვება კი 427 ადამიანს მოუხსნეს, რომლებსაც დადასტურებულ ან საეჭვო შემთხვევებთან ახლო კონტაქტი ჰქონდათ.
ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, რომ ქვეყნის კონტინენტურ ნაწილში 20 ასიმპტომატური ახალი შემთხვევა გამოვლინდა.