ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიაზე დაყრდნობით წერს, რომ ახალი შემთხვევებიდან ხუთი იმპორტირებულია, ხოლო შვიდი ადგილობრივი გადაცემის შედეგად, ქვეყნის დედაქალაქში, პეკინში დაფიქსირდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში დამატებით 28 ასიმპტომური შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის პეკინის მოსახლეობის ერთ მესამედს „კოვიდ-19“-ზე ტესტი უკვე ჩაუტარდა. პეკინში ინფიცირების 311 შემთხვევაა დაფიქსირებული.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ჩინეთში ახალი კორონავირუსი 83 512 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 4 634 გარდაიცვალა.