ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 11 ახალი, ასევე შვიდი ასიმპტომური შემთხვევა დაფიქსირდა
ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში, „კოვიდ-19“-ის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
„როიტერის“ ინფორმაციით, ქვეყანაში დაფიქსირდა შვიდი ასიმპტომური შემთხვევაც, რომლებსაც ჩინეთი „კოვიდ-19“-ის შემთხვევების ოფიციალურ მონაცემებში არ აღრიცხავს.
ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან ხუთი იმპორტირებულია, ექვსი კი, ადგილობრივი გადაცემის შედეგია.
ჩინეთში „კოვიდ-19“-ის სულ 83 075 შემთხვევა არის დაფიქსირებული. გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 4 634-ს აღწევს.