ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 31 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ჩინეთში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით, „კოვიდ 19“-ით ინფიცირების 31 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან 30 იმპორტირებულია, მხოლოდ ერთი შემთხვევა არის შიდა გადადება.
პეკინში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ვირუსით ოთხი ადამიანი, გარდაცვალების შემთხვევები ჰუბეის პროვინციაში გამოვლინდა. 29 მარტის დღის ბოლომდე საავადმყოფოებიდან 322 პაციენტი გაეწერა.
ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, რომ ვირუსით ინფიცირებასთან დაკავშირებით ექიმებს 165 ადამიანზე აქვთ ეჭვი.
ამასთან, შიდა გადადების შემთხვევა განსუს პროვინციაში აღინიშნა.
ჩინეთში ახალი კორონავირუსისგან საერთო ჯამში 75 770 ადამიანი განიკურნა, 2 396 პირს ამ დრომდე მკურნალობენ.