ჩინეთში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსის შიდა გადადება კვლავ არ დაფიქსირებულა
ჩინეთში კორონავირუსის შიდა გადაცემის შემთხვევა კვლავ არ აღურიცხავთ,- ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჰიგიენისა და ჯანდაცვის კომიტეტი ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გარდაცვლილთა რაოდენობა ექვსით გაიზარდა.
რაც შეეხება იმპორტირებულ შემთხვევებს, ბოლო 24 საათში ვირუსი ჩინეთში ჩასულ 67 ადამიანს დაუდგინეს. ამრიგად, მსგავსი შემთხვევების საერთო რაოდენობამ 541-ს მიაღწია.
ახალი კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღის თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის ხელისუფლებამ უცხო ქვეყნებიდან ჩინეთში ჩასული ყველა პირის სავალდებულო კარანტინი დააწესა.
ინფიცირებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა, 3400 პაციენტი, მკურნალობას აგრძელებს ხუბეის პროვინციაში. მეორე ადგილზეა პეკინი, სადაც 150 ინფიცირებულია. გუანდუნის პროვინციაში კი კორონავირუსი 91 ადამიანს აქვს.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთში ახალი კორონავირუსი 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. მას შემდეგ ის მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა.