ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ახალი შემთხვევებიდან თითქმის ყველა იმპორტირებულია. გამოვლენილია შიდა გადადების მხოლოდ ერთი შემთხვევა. ბოლო ერთ დღეში გარდაიცვალა ხუთი ადამიანი.

ამგვარად ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების საერთო რაოდენობა 81 439-მდე გაიზარდა, აქედან 75 448 პაციენტი გამოჯანმრთელდა. მსხვერპლთა რიცხვმა კი 3 300 შეადგინა.

ხუბეის პროვინციაში, სადაც ახალი კორონავირუსი პირველად გავრცელდა, 63 დღის წინ შეწყვეტილი საჰაერო მიმოსვლა განახლდა, გამონაკლისი მხოლოდ პროვინციის ცენტრალური ქალაქის, უხანის საერთაშორისო აეროპორტი წარმოადგენს. უხანში ამ დროისთვის აღდგენილია სარკინიგზო მიმოსვლა, ასევე რამდენიმე დღის წინ ქალაქში მუშაობა განაახლეს საზოგადოებრივმა ავტობუსებმა.