ჩინეთში ახალი კორონავირუსით კიდევ 142 ადამიანი დაიღუპა
ჩინეთში ახალი კორონავირუსით კიდევ 142 ადამიანი დაიღუპა

ბოლო 24 საათში ჩინეთში ახალი კორონავირუსით კიდევ 142 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს. საერთო ჯამში, მთელს მსოფლიოში კორონავირუსითი 1669 ადამიანია გარდაცვლილი.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ვირუსის 68 500 შემთხვევაა დაფიქსირებული, მთელს მსოფლიოში კი 69 000 შემთხვევა. ჩინეთის შემდეგ ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ჰონკ კონგსა და იაპონიაში ფიქსირდება.

კორონავირუსით დაავადებული 9 500 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა და ისინი საავადმყოფოებიდან სახლებში გაწერეს.