ჩინეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 563-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 1153 პრი.
დაავადებულთა რაოდენობამ 28 ათასს გადააჭარბა.
შესაბამის მონაცემებს ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომისია ავრცელებს.
ჩინეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყანაში კარანტინში 186 ათასი ადამიანი იმყოფება.
ჩინეთის გარდა, ახალი ტიპის კორონავირუსის 200-ზე მეტი შემთხვევა გამოვლენილია მსოფლიოს 25-მდე ქვეყანაში.
დაავადების 20 შემთხვევა დაფიქსირდა იაპონიის სანაპიროსთან საკრუიზო ხომალდის ბორტზე. გემის ბორტზე სულ 3700-მდე ადამიანი იმყოფება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ახალი კორონავირუსის ეფექტიანი მკურნალობის მეთოდი ჯერ ვერ მოძებნეს.