ჩინეთში ახალი კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 490-ს მიაღწია. ამასთან, ქვეყანაში დაავადებით ინფიცირებულია 24 324 ადამიანი. ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტი ავრცელებს.
ხელისუფლების ცნობით, ბოლო 24 საათში, ხუბეის პროვინციაში კორონავირუსით კიდევ 65 ადამიანი გარდაიცვალა.
ახალი კორონავირუსი ჩინეთის გარდა კიდევ 20-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.