ჩინეთში ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 1100-ს გადააჭარბა
ჩინეთში ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 1100-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ჩინეთის ხელისუფლება იუწყება. ინფიცირებულთა რიცხვი კი 45 000-ს აღწევს.
კორონავირუსი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გავრცელდა. ბოლო შემთხვევა დაფიქსირდა იაპონიაში, სადაც საკრუიზო გემზე მყოფი 3000-ზე მეტი მგზავრიდან ვირუსი 175-ს უკვე დაუდგინეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალ კორონავირუსს სახელწოდება „კოვიდ-19“ მიანიჭა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსოფლიო დაავადების გავრცელებას აგრესიულად უნდა აღუდგეს წინ.