ჩინეთში ადამიანში ფრინველის გრიპის, H10N3-ის პირველი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფიცირებული 41 წლის მამაკაცია. ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ადასტურებს.
მამაკაცი ქალაქ ჩჟენციანში ცხოვრობს. ის საავადმყოფოში 18 აპრილს გადაიყვანეს, ვირუსი კი 28 მაისს დაუდასტურდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას უახლოეს მომავალში საავადმყოფოდან გაწერენ.
ეპიდემიოლოგებმა მამაკაცის კონტაქტები შეისწავლეს, თუმცა ვირუსი არც ერთ მათგანში არ გამოვლენილა.
გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით, H10N3 გავრცელებული ვირუსი არ არის. ბოლო 40 წელში ვირუსის მხოლოდ 160 შემთხვევაა გამოვლენილი, უმეტესად გარეულ ფრინველებში.