ჩინეთში აცხადებენ, რომ ჰონგ კონგის შესახებ კანონპროექტის განხილვაში უცხო ქვეყნების ჩარევას არ დაუშვებენ
ჩინეთში აცხადებენ, რომ ჰონგ კონგის შესახებ კანონპროექტის განხილვაში უცხო ქვეყნების ჩარევას არ დაუშვებენ. პეკინში ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევაში ჩინეთი საპასუხო ზომებს მიიღებს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა ეს განცხადება, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამონათქვამზე საპასუხოდ გააკეთა.
როგორც მანამდე ტრამპმა განაცხადა, ვაშინგტონში უკვე მუშაობენ „მკაცრ ზომებზე“, რომელსაც აშშ გაატარებს, თუ პეკინი ჰონგ კონგის ავტონომიას შეზღუდავს.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთი უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონის მიღებას აპირებს, რაც პეკინს საშუალებას მისცემს ჰონგ კონგში ჩინური სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლობები გახსნას.
მსოფლიოს 200-მა პოლიტიკოსმა ჩინეთის გეგმა დაგმო. აშშ-სთან ერთად შეშფოთება გამოთქვა გაერთიანებულმა სამეფომ, ავსტრალიამ და კანადამ.