დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჰონგ კონგში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩინეთის წინააღმდეგ ზომების გატარებას გეგმავს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჰონგ კონგში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩინეთის წინააღმდეგ ზომების გატარებას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში ჰონგ კონგში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩინეთის წინააღმდეგ ზომების გატარებას გეგმავს.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

21 მაისს ჩინეთის მთავრობა ინიციატივით გამოვიდა, რომ ჰონგ კონგში ეროვნული უსაფრთხოების კანონი დაინერგოს.

დონალდ ტრამპს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აპირებს თუ არა ჰონგ კონგთან დაკავშირებით ჩინეთისთვის სანქციების დაწესებას, რაზეც ტრამპის პასუხი იყო შემდეგი: „რაღაც საკითხებზე ვმუშაობთ. ვფიქრობ, საინტერესო იქნება, მაგრამ ამაზე დღეს არ ვისაუბრებ“.

დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ში განცხადება კვირის ბოლოსთვის გაკეთდება. აშშ-ში თვლიან, რომ ჰონგ კონგთან მიმართებაში ეროვნული უსაფრთხოების კანონის შესახებ ინიციატივა არღვევს პრინციპს – „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“.