ჩინეთში 50 მილიონი ადამიანის ვაქცინაცია ჩინური ახალი წლის დადგომამდე იგეგმება
ჩინეთში 50 მილიონი ადამიანის ვაქცინაცია ჩინური ახალი წლის დადგომამდე იგეგმება.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პეკინი ჩინური კომპანიების „სინოფარმისა“ და „ბიოტექსი“ მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 100 მლნ დოზის გავრცელებას გეგმავს.
ჩინეთში ოთხი ვაქცინაა დამტკიცებული, მათ შორის „სინოფარმის“ ორ და „ბიოტექის“ ერთ კანდიდატ ვაქცინებზე პეკინმა ექსტრემალური გამოყენების ნებართვა გასცა. „ქენსინო ბაილოჯიქსის“ მიერ წარმოებული ვაქცინის გამოყენება კი სამხედრო მიზნებითაა ნებადართული.
ვაქცინაცია, პირველ რიგში, რისკ ჯგუფებში მყოფ ადამიანებს ჩაუტარდებათ, მათ შორის არიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, სამართალდამცველები, მეხანძრეები, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის თანამშრომლები.