ჩინეთში 15 აპრილის შემდეგ კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შიდა გადაცემის მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „სიენენი“ ქვეყნის ეროვნული ჯანდაცვის კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსით არავინ არ გარდაცვლილა.
ამასთან, გამოვლინდა 16 უსიმპტომო შემთხვევა.
ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის ცნობით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გამოწვეული ლეტალური შემთხვევა 15 აპრილის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსი 82 886 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 4633, ვირუსისგან 77 993 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 854 უსიმპტომო პაციენტი კი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.