ტაივანში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტის პარალელურად, ჩინეთმა ტაივანის ყურესთან სამხედრო წვრთნები დაიწყო. პეკინში ამბობენ, რომ სამხედრო წვრთნები ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას ისახავს მიზნად.
ჩინეთი თვითმმართველ ტაივანს სეპარატისტულ პროვინციად განიხილავს. კიტ კრაჩი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყველაზე მაღალი რანგის წარმომადგენელია, რომელიც ტაივანში ჩავიდა. ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, რენ გოუჯენმა აშშ და ტაივანი შეთქმულების გაღრმავებაში დაადანაშაულა.
ჩინეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩინეთის კონტროლისთვის ტაივანის გამოყენება ან საკუთარი თავის გასაძლიერებლად უცხოელებზე დაყრდნობა მხოლოდ სურვილია და ჩიხისთვისაა განწირული.
„ვინც ცეცხლს ეთამაშება, დაიწვება“, – განაცხადა ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.